ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა

სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა – ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა. ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებული ანდრეი ბაბიშის მოძრაობების წარმომადგენლებმა შეთანხმება პრეზიდენტ პეტრ პაველს წარუდგინეს. სამი პარტიის ლიდერი კოალიციურ შეთანხმებას ხელს 3 ნოემბერს მოაწერს. 38-გვერდიან დოკუმენტში გაწერილია ის ხედვები და პროგრამა, რომლითაც კოალიციური მთავრობა ხელმძღვანელობას გეგმავს. მათ შორის გადასახადების ნულოვანი ზრდა მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი ფასები საოჯახო თუ ბიზნეს მეურნეობისთვის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოციალური შეღავათების გაფართოება და კორპორაციული გადასახადების შემცირება. ასევე საპენსიო ასაკის 65 წლით განსაზღვრა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას – პრიორიტეტად დასახელდა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ჩეხეთი რჩება ევროკავშირის სუვერენულ წევრად და ნატოს მტკიცე მოკავშირედ. ახალ კაბინეტს სურს აღადგინოს ურთიერთობები ვიშეგრადის ჯგუფთან. პროგრამაში ასევე გაწერილია, რომ იგეგმება ბიუჯეტიდან არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ყველა სუბსიდიისთვის საჯარო რეესტრის შექმნა. ასევე ჩეხეთი აპირებს პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის სავალდებულო გახადოს საზღვარგარეთიდან დაფინანსების გამჭვირვალედ მითითება.