ჩეჩინის საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილება

კიდევ ერთი განაჩენი ასევე გახმაურებულ საქმეზე. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქე, ანტონ ჩეჩინს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, რასაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებოდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.