თამარ ჩერგოლეიშვილის გამოკითხვაზე მისვლასა და 4 ოქტომბრის პროცესებში, ბაჩო ახალაიას ჩართვასთან დაკავშირებულ განცხადებას, კვლავ ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბაჩო ახალაიასთან ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ. ამასთან ერთად, ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებების შინაარსი ემთხვევა სუს-ის მესიჯბოქსს. ოპოზიციის ნაწილში კი – განმარტავენ, რომ ვისაც რა ინფორმაცია ჰქონდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მანამდე უნდა ეთქვათ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებები ახალი არ არის და საჭიროა ყველას კანონის ფარგლებში გაეცეს პასუხი.