ჩავარდნილი დამხობის საქმე - შეფასებები

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები კვლავ შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკური შეფასებებისას უკვე ისმის კითხვა, დააზარალა თუ არა ამ დღემ ოპოზიცია. როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების ჩატარებას, ყოველთვის აქვს აზრი და მათივე განმარტებით, ადამიანების დაკავება არ არის მიზეზი იმისათვის, რომ მათ ბრძოლაზე უარი თქვან. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კი 4 ოქტომბერი იყო უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც ოპოზიცია დაასუსტა. მმართველ გუნდის შეფასებით, 4 ოქტომბერი ერთგვარი შეჯამება იყო ოპოზიციის დესტრუქციული ბუნების.