ჩაშლილი მოლაპარაკებები

გიგი უგულავას დაკავების გამო ჩაშლილი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ოპოზიცია უარს ამბობს. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, ხელისუფლების შეთავაზება  დიალოგის გაგრძელებაზე საერთაშორისო პარტნიორების თვალში, „ქართული ოცნების“ რეპუტაციის გამოსწორებას ემსახურება.

უცვლელია მხარეების წინადადებები. მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, პოლიტიკურ დიალოგსა და შერიგების პროცესებში ჩართვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა და ამ თემაზე ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ისა და გერმანიის ელჩებს ესაუბრა.