ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გაიზარდა

21:55, 22.09.2026

მევენახეების პროტესტის შემდეგ ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდა გადაწყდა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ფასების კორექტირების გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო. ერთი გრადუსით შემცირდა ყურძნის შაქრიანობის ზღვარიც. შედეგად 16 გრადუსზე დაბალი შაქრიანობის ყურძენში სახელმწიფო კომპანია ამ დრომდე არსებული 30 თეთრის ნაცვლად 50 თეთრს გადაიხდის. უამინდობის და მოსავლის ნაკლები შაქრიანობის ფონზე მევენახეების ნაწილი ამ კატეგორიის ყურძნის ჩასაბარებელ ფასს აპროტესტებდა. უკმაყოფილება აქციებში გადაიზარდა, ნაწილობრივ შეჩერდა რთველიც. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ყურძნის ჩაბარების პროცესი განახლდა.

მსგავსი