ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პირველი ეტაპი
ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჩანაცვლების პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, რაც რეფორმის სწორად დაგეგმვა-განხორციელებაზე მიანიშნებს. შეგახსენებთ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში 15 აგვისტოდან გადავიდა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს ეკრძალებათ.