„ის გამოჩნდა მაშინ, როდესაც გერმანული ფეხბურთი ტალანტებს ისტერიულად ეძებდა“ – წერდნენ ახალგაზრდა სებასტიან დაისლერის შესახებ გერმანული გამოცემები. „ახალმა დევიდ ბექჰემმა“ როგორც მას უწოდებდნენ, 19 წლის ასაკში მადრიდის „რეალის“ შეთავაზება უარყო. გრანდებს შორის მიუნხენის „ბაიერნი“ აირჩია, თუმცა საბოლოოდ, მძიმე დეპრესიის გამო მასზე გაცემული ავანსები ვერც „რეკორდმაისტერში“ და ვერც გერმანიის ეროვნულ გუნდში გაამართლა. სებასტიან დაისლერის კარიერის შესახებ უფრო მეტს ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.
#ტაიმაუტი