ჩამოწერილი ჯარიმები
157 კომპანიას გარკვეული დათქმებით, მილიარდამდე ლარის ჯარიმა ეპატია.
ახალი პირობებით თუ კი კომპანიები ენერგოპროექტების რეალიზებისას განახლებულ ვადებს დაარღვევენ, მათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან ერთად, ნაპატიები ჯარიმებიც აღუდგებათ. მთავრობის ინფორმაციით, კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე. შედეგად, შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება.