ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის პრეზენტაცია

რუსთავში ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება. ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პრეზენტაცია რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ტერიტორიის ფლორის აღდგენა გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით განხორციელდება. ჭალის ტყეების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ, პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში შეიმუშავეს.