მონტე-კარლოში, სასტუმრო „დე პარიში“, ევროპის საჭადრაკო კავშირის ორგანიზებით, დღეს ჭადრაკის მსოფლიო დაჯილდოების ცერემონია „ოქროს პაიკი“ გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია დაჯილდოების ცერემონიის დამფუძნებელმა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, მონაკოს საჭადრაკო ფედერაციის ხელმძღვანელთან ჟან მიშელ რაპაერთან და ჭადრაკის ლეგენდასთან გარი კასპაროვთან ერთად გამართა.
ოქროს პაიკი დღეს 12 ნომინაციაში გაიცემა. გამარჯვებულთა შორის არიან ჭადრაკის ქართველი ლეგენდები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ღონისძიების ფარგლებში, დღეს გარი კასპაროვმა საჭადრაკო მატჩი 13 ბავშვთან გამართა და მათ მასტერკლასი ჩაუტარა.