ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ბელარუსი დაამარცხა
თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ბელარუსი 32:24 დაამარცხეს.
უჩვეულო შედეგიანობა აჩვენა გიორგი ცხოვრებაძემ – მის ანგარიშზე 20 გოლია. მეკარე იური სილაგაძემ კი მოწინააღმდეგეს გოლი საკუთარი კარიდან გაუტანა. ორი თამაშის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველო ჯგუფში ლიდერია.
ჭაბუკთა ნაკრები მესამე შეხვედრას ორშაბათს, 17:00 საათზე საბერძნეთთან გამართავს.