ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატთა სია - შეფასებები

როგორ აფასებენ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სიას დეპუტატები და ვინ დაუჭერს მხარს აღნიშნულ შემადგენლობას? – საკითხზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პროცესი არაგამჭვირვალედ წარიმართა, უმრავლესობა კი ოპოზიციის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. შეგახსენებთ, მიღებული ცვლილებებით, რომელზეც „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია 19 აპრილს, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული დოკუმენტით მორიგდნენ, თავმჯდომარეობის კანდიდატმა პირველ ორ კენჭისყრაზე ფართო კონსენსუსი და ხმების 2/3-ით უნდა მოიპოვოს. ყველა შემდეგი მცდელობა კი კანდიდატის მიერ პარლამენტის 3/5-ით ხმების მიღებას ანუ უბრალო უმრავლესობას მოითხოვს.