ცესკო-ს სხდომა

ცესკო-ს თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს. გიორგი კალანდარიშვილი მათ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს. მან ასევე ყურადღება იმ ტრენინგების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელსაც ცესკო და სწავლების ცენტრი ატარებენ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. კალანდარიშვილმა ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დადგენილი პროტოკოლის დაცვისა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.