ცესკო-ს შემაჯამებელი სხდომა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა და მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესახებ. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება ხუთ თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე 15 თვითმმართველ თემში. მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 24 საარჩევნო ოლქში. ცესკო-ს განცხადებით, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ასევე რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს. მათ საშუალება ეძლევათ, რომ არჩევნებზე დამკვირვებლების და მედია წარმომადგენლების რაოდენობა გაზარდონ.

დატოვე კომენტარი