ცესკო-ს მიერ გამოცხადებული კონკურსი

29 აპრილს შუალედური რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ყველა საარჩევნო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება. შუალედური არჩევნები 10 ოლქში ტარდება და 10-ვე ოლქში დროებითი წევრების შესარჩევად განაცხადის მიღება დღეს დაიწყო. კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკო-ს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. საბუთების მიიღება დღეს და ხვალ 18 საათის ჩათვლით იქნება შესაძლებელი როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმაზე.