ცესკო-ს კანდიდატების მოსმენა

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა  დღის განმავლობაში,  იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება. წარდგენილი კანდიდატები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან. სწორედ ამ არგუმენტით უცხადებს უნდობლობას მას ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენამდე, წევრობის კანდიდატებს უსმენენ.