ცესკო-ს დაკომპლექტების წესი

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები დოკუმენტს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პარალელურად, არჩევნების გაყალბების მზადებად მიიჩნევენ. საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 2021 წელს მიღებული წესი იცვლება.

პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს მათ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. იცვლება კვორუმის წესიც. „ქართული ოცნება“ ცვლილებების მიზეზად 2021 წელს მიღებული ჩანაწერის არაეფექტიანობასა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას ასახელებს.