ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. სწორედ ის ჩაატარებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილის ნდობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადა. ის ამჟამად ცესკო-ს მოქმედი თანამშრომელია, რასაც მის უარყოფით მხარედ აფასებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ოპონენტებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მმართველ გუნდში, სადაც ოპოზიციას ცესკო-ს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებენ.