ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე საქმიანობას დღეიდან იწყებს.

გიორგი კალანდარიშვილმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა. ცესკო-ში კალანდარიშვილს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დახვდა და სამუშაო გარემო გააცნო. ის ცესკო-ს ექვსი თვით უხელმძღვანელებს.

გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს პარლამენტმა გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე აირჩია.