ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში"

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

114 ოფიცერს, მათ შორის  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

კურსის განმავლობაში, ოფიცრებმა –  ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულებმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს.