ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალური რეჟიმით მუშაობს

საარჩევნო დღეა და ტრადიციულად სპეციალური რეჟიმით მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. პირველი საინფორმაციო ბრიფინგი 09:00 საათზე გაიმართა. ცესკო-ს ცნობით, პროცესი ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კენჭისყრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. პროცესის მიმდინარეობისა და ამომრჩევლის აქტივობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგები, საარჩევნო ადმინისტრაციაში მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი.