ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი
ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.