ცეცხლის შეწყვეტის შეთენხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის

ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა, უამრავი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. ასევე, ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილზე მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ავტომობილზე იყო წარწერა, რომ სატრანსპორტო საშუალება მედიის წარმომადგენლებს ეკუთვნის. ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, „როიტერი“ წერს,  რომ შეთანხმების გადადებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. „ჰამასი“ ამბობს, რომ ისრაელმა დამატებითი პირობები წამოაყენა, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ჰამასს“ უკვე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში დასდო ბრალი. ისრაელის პრემიერის თქმით კი, „ჰამასი“ აგრძელებს ტყუილებს, არღვევს უკვე მიღწეულ შეთანხმებებს და აგრძელებს მოლაპარაკებების გართულებას, თუმცა ისრაელი განაგრძობს დაუღალავ ძალისხმევას მძევლების დასაბრუნებლად.