ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

მიწასთან გასწორებული სახლები, ნანგრევებად ქცეული შენობები და მსხვერპლი მოქალაქეებს შორის,- ასეთი სურათია ისრაელის რამდენიმე ქალაქში.

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეტაკება მოხდა. ახლა ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, თუმცა მოსახლეობაში მაინც პანიკაა.

2 მაისს პალესტინელების მხრიდან გამწვავებული სიტუაცია ავიაიერიშებში და სარაკეტო თავდასხმებში გადაიზარდა. იერიშის მთავარი სამიზნე სამხრეთ ისრაელის ქალაქები და სოფლები იყო, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის არავინ დაშავებულა. მხარეებს შორის მიღწეული ზავი ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე ეკონომიკური ბლოკადის მოხსნასაც გულისხმობს.