„ცეცხლი და მძვინვარება - ტრამპის თეთრი სახლი“ -  წიგნი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურა

„ხმაური და მძვინვარება“ ამ სახელწოდების ამერიკული ნაწარმოები, რომლიც დღეს უკვე ლიტერატურული შედევრია, 1929 წელს დაიბეჭდა, აღიარება კი წლების შემდეგ მოიპოვა. ახალი წიგნი კი, რომელიც სხვა ჟანრია, თუმცა, სათაურით ფოლკნერის შედევრს ჰგავს, უკვე ბესტსელერია.

ამ წიგნმა დაბეჭდვისთანავე პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურა. ამერიკელი ჟურნალისტისა და ესეისტის, მაიკლ უოლფის ახალი დოკუმენტური პროზა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, შესაძლოა, დიდ გამოწვევად იქცეს.

„ცეცხლი და მძვინვარება – ტრამპის თეთრი სახლი“ – ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელმაც დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის შესახებ ახალი დეტალები გამოააშკარავა.

რა წერია კრებულში  და რატომ იქცა უოლფის დოკუმენტური რომანი გაყიდვიდან ერთ დღეში ბესტსელერად, ნახეთ ქეთი თუთბერიძის სიუჟეტში.