ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება 

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას პრევენციულ ზომებს ახსენებს.

ბოლო პერიოდში თბილისში მომხდარი რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაზ-გამანაწილებელი კომპანია მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მთავარი მოწოდებაა, რომ კომპანიის მიერ ქსელიდან ჩაჭრილი დანადგარები თვითნებურად არ დააერთონ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიების აბსოლუტური უმრავლესობა თვითნებურ მოქმედებებს და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს უკავშირდება.