ბულგარეთი – საქართველო პირველ არხზე

12:32, 18.11.2025

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ტრავმის გამო, ნაკრებს საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა. მის ნაცვლად „ჯვაროსნებს“ ბუდეპაშტის მტკ-ს 27 წლის მცველი, ილია ბერიაშვილი შეუერთდა. ჩვენმა გუნდმა, მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა. მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.

ბულგარეთი–საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი