ბრიუსელში 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტი გაიმართება

11-12 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება. მზადებასთან დაკავშირებული საკითხები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას ელოდება.

ბრიუსელის სამიტიდან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი აქვს პრემიერ-მინისტრს. მისი განცხადებით, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ნატო-ს სამიტზე ცალკე ფორმატში განიხილება.