ბრიუსელის სავიზო პოლიტიკა - შეფასებები

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით ბრიუსელში მიმდინარე განხილვა კვლავ შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის ნაწილი პასუხისმგებლობას სახელისუფლებო გუნდს აკისრებს და არ გამორიცხავს, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს კიდეც. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, გამოსავალი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს და არ გამორიცხავენ, რომ ეს მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების გამარტივებას განიხილავს.