ბრიუსელის გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურა გაამარტივოს, თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია.
თუ ევროგაერთიანების წევრები ცვლილებებზე შეთანხმდებიან, ოპოზიცია არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან შეჩერდეს და სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ოპონენტებს პესიმისტურ მოლოდინს ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და მათივე შეფასებით, რეპრესიული საკანონდებლო ცვლილებები უმყარებს. მსგავს პერსპექტივას არ გამორიცხავს მმართველი გუნდიც. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობას ხელისუფლებაზე შანტაჟისა და ოპოზიციიის მხარდაჭერის მექანიზმად აცხადებენ. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე, კომპრომისის დაშვებას არცერთ შემთხვევაში არ გეგმავენ.