ბრიუსელის პოლიტიკა და საქართველო

21:10, 12.10.2026

დაძაბული ურთიერთობის და შეჩერებული დიალოგის ფონზე ახალი გზავნილები ევროკავშირის ლიდერებისგან – მკაცრი რიტორიკა უცვლელი რჩება.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეულ განხილვას იანვარში აანონსებს. ჩვენი ქვეყნის საკითხი ერთ-ერთი იყო იმ თემებს შორის, რომლებზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ლუქსემბურგში იმსჯელეს. თუმცა განხილვამ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე ჩაიარა. ევროკავშირის ხელმძღვანელობის გზავნილია, რომ ხელისუფლებამ დიალოგის გასაახლებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აქცენტი გაკეთდა იმ კანონებზე, რომლებსაც ბრიუსელი მწვავედ აკრიტიკებს. იყო კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალობაა. ოფიციალურმა თბილისმა ევროკავშირის ლიდერებს დიალოგის გასაახლებლად ყველა სადავო თემაზე დისკუსიის მოწყობა ბოლო პერიოდში არაერთხელ შესთავაზა, მითუმეტეს შუა დერეფნის მიმართ სწორედ ევროკავშირის მზარდი ინტერესის და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მნიშვნელობა დღეს ლუქსემბურგში ჩასულმა ცალკეულმა მინისტრებმაც აღნიშნეს.

მსგავსი