ბრიტანული დღეები

„ბრიტანეთი-საქართველო 2019,“ – დიდი ბრიტანეთის ელჩმა და თბილისის მერმა თბილისში ბრიტანული სეზონი საზეიმოდ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბრიტანეთი-საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაცია მოეწყო, ხოლო მეტროსადგური „რუსთაველი“ ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენით გაფორმდა.

სამი თვის განმავლობაში დედაქალაქის სტუმრებსა და მოსახლეობას საშუალება ექნებათ, უკეთ გაიცნონ თანამედროვე ბრიტანეთი. „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი პროგრამაა, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებები თბილისის გარდა, ბათუმში, ქუთაისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ჩატარდება.