ბრიფინგი „სახალხო პარტიაში“

„სახალხო პარტიაში“ არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ერთ-ერთი მთავარი სქემა, სიაში გარდაცვლილი ადამიანების ჩაწერაა, ასევე, მათი განცხადებით, მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმებსაც აყალბებს. „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს მოსახლეობის აქტიურობაა საჭირო.

დატოვე კომენტარი