ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

„ქართული ოცნება“ „მთავარ არხს“ მოუწოდებს ქარელში მომხდარი შემთხვევის ამსახველი კადრები სრულად აჩვენოს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ, „მთავარი არხის“ ოპერატორი უგონო მდგომარეობაში არ იყო. ამის დასამტკიცებლად კი, მან ჟურნალისტებს შტაბის მიმდებარედ გადაღებული კადრები აჩვენა. მდინარაძის თქმით, ამ კადრებით ნიკა გვარამიას მორიგი ტყუილი ამხილეს. მისი განმარტებით, ინციდენტამდე ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი უკან სვლით მიდიოდა და მასთან ფიზიკური შეხება არავის არ ჰქონია.