გივი მიქანაძის განცხადება

18:25, 23.08.2021

პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მიქანაძის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ავთანდილ თალაკვაძის შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. საუბარია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რაც ორგანიზაციამ „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევად მიიჩნია.

მსგავსი