ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების თანხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით, ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.

გიორგი ვოლსკიც აცხადებს, რომ გახარია ოპერაციის ჩასატარებლად იმ ორ დღეს ითხოვდა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა. ვოლსკის თქმით, ირაკლი კობახიძე დამადასტურებელი ფაქტების თაობაზე უახლოეს პერიოდში კვლავ გააკეთებს განცხადებას, მათ შორის დაფინანსების წყაროებზე.