ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი მხარდამჭერებისა და კანდიდატების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. პარტიის ერთი-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათ წევრებსა და მხარდამჭერებს აშინებენ, აზიანებენ სააგიტაციო მასალებს და ემუქრებიან.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, დღეს გათენებისას ცაგერში მოხდა, სადაც მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს ავტომანქანა დაუცხრილეს. მეზვრიშვილი პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიაში გამორიცხავენ, რომ ბესო ბენდელიანის მანქანის ჩაცხრილვა მის პირად საქმიანობას უკავშირდებოდეს და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა კავშირში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღიძრა.