ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ოფისში

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას პოლიტიკურ და ბიზნესრეპრესიებში ადანაშაულებს. განცხადება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა თელავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფასადზე მისი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი გააკრეს. მისივე განცხადებით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მის მხარდამჭერებზეც განხორციელდა ზეწოლა და სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.