ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციაში

ბრიფინგი გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციაში. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილმა მოახლოებულ შიდაარჩევნებზე მხარი დაუჭირა ნიკა მელიას კანდიდატურას. ამ რეგიონში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი ორგანიზაციიდან, ამ ეტაპზე მელიას ღია მხარდაჭერა კასპის ორგანიზაციამ გამოუცხადა. შეკრებას არ ესწრებოდა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის სხვა წევრები და თავად ის, შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს.