ბრიფინგი კულტურის სამინისტროში

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა განაცხადა და იუნესკო-ს ექსპერტების მიერ, მუზეუმის საგანძურში დაცული ექსპონატების შეფასებასთან დაკავშირებით ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, პირველ რიგში გადაადგილებისთვის იმ ხატებს მოამზადებენ, რომლებიც ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. საგანგებოდ დაიგეგმება, ისიც თუ სად, მუზეუმის რა ნაწილში უნდა განთავსდეს ექსპონატები. მინისტრი ამბობს, რომ პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და ეტაპობრივად წარიმართება.

მოამბე