ბრიფინგი განათლების სამინისტროში

12:12, 28.11.2026

განათლების სამინისტრო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, ისტორიული თანამშრომლობის დაწყება, ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მინისტრის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება, მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ. შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

გენო ოსიყმაშვილი თემის დეტალებით.

მსგავსი