ბრიფინგი ცესკო-ში

ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები საარჩევნო უბნების გადათვლით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ გადასათვლელი უბნები საარჩევნო ადმინისტრაციამ არასწორად შეარჩია. რაც, მათი თქმით, იმას ნიშნავს, რომ უბნები სადაც სერიოზული პრობლემები იყო, გადაუთვლელი დარჩა. ოპოზიცია ყველა იმ უბნის შემოწმებას მოითხოვს, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, ამ დროისათვის გადათვლილია 812 უბანი, ნაწილი საჩივრების, ნაწილი კი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვალა.

დატოვე კომენტარი