ბრიფინგი ცესკო-ში

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს შეახსენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება.