ბრიფინგი ცესკო-ში

15:26, 02.11.2021

საოლქო კომისიებმა 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალეს. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, შედეგად მონაცემები მცირედით შეიცვალა, თუმცა მას არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ასევე მოხდა ლოტოტრონით შერჩეული იმ უბნების გადათვლა, სადაც ვიდეოფიქსაციის ჩანაწერები არ არსებობს.

მსგავსი