ბრიფინგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

საია აქციაზე დაშავებული მოქალაქეების საქმეზე ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია საკოორდინაციო ფორმატს ქმნის. თავმჯდომარის განცხადებით, ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. მისივე განმარტებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.