გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვადასხვა რეგიონში ტყით უკანონო სარგებლობის არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინა. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე – 26 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 21 ერთეული მორი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.