გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რაჭაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთში, მოქალაქეს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყე – წიწვოვანი სახეობის ორ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 42 ერთეული დაუფირნიშებელი მორი ჰქონდა განთავსებული. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.