ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურდება.
პრემიერის ვიდეო მიმართვიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა. თანამედროვე ტექნკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყოფასთან ერთად, გაიზარდა დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. მთავრობის მიზანია, უახლოეს წლებში საქართველო არალეგალი მიგრანტებისგან სრულად გაათავისუფლოს. პირველი მარტიდან კანონით იზღუდება ქვეყანაში უცხოელების საქმიანობაც. მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზად, მთავრობა საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას ასახელებს.