ბრძოლა ბახმუტისთვის

ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის ხელისუფლებამ და სამხედრო მეთაურებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ქალაქის დასაკავებლად რუსეთის არმია და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე მრავალი თვეა უშედეგოდ იბრძვიან. დღეს კი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსული ფრონტის ხაზის სრულად ჩამოშლის საფრთხეზე ალაპარაკდა. პრიგოჟინი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და განაცხადა, რომ მის მებრძოლებს საჭირო საბრძოლო მასალას არ აწვდიან.